რას აკეთებთ, დაფიქრდით – ამ კითხვით ბიუროს სხდომაზე სერგი კაპანაძემ მმართველი გუნდის წევრებს მიმართა

რას აკეთებთ, დაფიქრდით – ამ კითხვით ბიუროს სხდომაზე სერგი კაპანაძემ მმართველი გუნდის წევრებს მიმართა. მისი თქმით, ნიკა მელიას დაკავებით საკითხი უფრო მეტად პოლარიზება ხდება და უფრო მეტად გამწვავდება სიტუაცია.

„ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ მმართველ გუნდს გაეცა პასუხები იმ კითხვებზე, რაც საზოგადოებას აქვს, პოლიტიკური ლიდერების დაკავება დაიწყეს.

„რას აკეთებთ, მართლა მაინტერესებს რა, ამ ნაბიჯით მართლა არას აკეთებთ. იმის ნაცვლად, რომ გარეთ შეკრებილ ათასობით ადამიანს გასცეთ პასუხი, იმის ნაცვლად, რომ რა კითხვაც აქვს საზოგადოებას იმას გასცეთ პასუხი… ხალხი ითხოვს პასუხს იმაზე, დაისჯება თუ არა შს მინისტრი რომლის ბრძანების შედეგად შუაღამიდან დილამდე სპეცდანიშნულების რაზმი ესრ,ოდა ტყვიებს, იყენებდა გაზს, ამაზე აქვს ხალხს კითხვა. ახალ ამ ნაბიჯით კიდევ უფრო პოლარიზებას რომ იწვევთ. ამ ნაბიჯით პოლიტიკური ლიდერების დაკავებას რომ იწყებთ ამ ნაბიჯით ამ კითხვებს მოხსნით? გასაგებია ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ, ხვალ შეგიძლიათ, მე დამიჭიროთ, შეიძლება რატიანი დაიჭიროთ, მაგრამ ეს სიტუაციას განმუხტავს?“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის განცხადებას ბიუროს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. “ქართული ოცნების” წევრებისთვის სერგი კაპანაძის მხრიდან გამოთქმული კრიტიკა მიუღებელი აღმოჩნდა. მათ კაპანაძეს შეახსენეს, რომ აქციის მონაწილეებმა, რომელიც მელიამ წააქეზა, პოლიციელებს ხელკეტები ურტყეს.

არჩილ თალაკვაძემ შეახსენა, რომ აქციების ორგანიზებაში სერგი კაპანაძე მისი პოლიტიკური განცხადებებიდან თავადაც იყო ჩართული.

მისივე თქმით, პლენარულ სხდომაზე იყო საშუალება, რომ ყველა იმ საკითხზე ელაპარაკება ოპოზიციას, რომელზეც ახლა საუბრობს ის, თუმცა მან ეს შანსი არ გამოიყენა.

banner
წინა სტატიაშითუ დამიჭერენ, ერთადერთი გული იმაზე დამწყდება, რომ პოლიტიკურ პანჩურს ვერ ამოვარტყამ ივანიშვილს უკანალში – მელია
შემდეგი სტატიაიდა ბახტურიძე – კი, ნიკანორ მელია იქვე დასაკავებელი იყო!