რას აცხადებს მოწმე, რომელთანაც მაგდა პაპიძემ ურო შეიძინა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგდა პაპიძის პროცესი მოწმეების დაკითხვით განახლდა. სხდომაზე საქმის მოწმე დიანა სიასამიძე იკითხება, რომლის მაღაზიაშიც, განსასჯელმა დიდი ზომის ურო შეიძინა.

„19 დეკემბერს, 12:00 საათისთვის მოვიდა ახალგაზრდა გოგონა ბავშვთან ერთად, მარტო ვიყავი, მკითხა, ურო თუ გაქვსო. მე ვაჩვენე რამდენიმე სახეობის ურო და არჩევანი თვითონ გააკეთა. ჩავუდე პარკში, გადაიხადა 25 ლარი და გავატანე. ლურსმნები ან სხვა რაიმე ნივთებით არ დაინტერესებულა. მხოლოდ ურო იყიდა. არ უთქვამს, ურო რა დანიშნულებით უნდოდა. 20 დეკემბერს დილით, როდესაც მაღაზია გავაღე, მოვიდა პირი, რომელმაც ტელეფონით გადაღებული ურო მაჩვენა და მკითხა, ჩემს მაღაზიაშია თუ არა შეძენილი. მე დავუდასტურე. ასეთი ურო იშვიათად იყიდება, თან მანდილოსანმა წინა დღეს იყიდა და დასამახსოვრებელი ფაქტი იყო ჩემთვის. ამოცნობაზე პოლიციაში წამიყვანეს, სამი ერთნაირი გოგონა შემოიყვანეს და მათში ის გოგონა ამოვიცანი, ვინც ჩემს მაღაზიაში ურო შეიძინა”, -განაცხადა დიანა დიასამიძემ.

მოწმეს მიმდებარე ტერიტორიის სათვალთვალო კამერიდან გადაღებული ვიდეოც აჩვენეს, სადაც მაგდა პაპიძე ბავშვთან ერთად არის გადაღებული ხელში პოლიეთილენის პარკში გახვეული ნივთი უჭირავს.

banner
წინა სტატიაშიკრებამ პირველი დოკუმენტი “მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში” ერთხმად მიიღო
შემდეგი სტატია(video) რუსეთის ავიაციამ ალეპოში ფოსფორის ბომბები ჩამოაგდო