“ველოდი თავისუფლებას, ძალიან მინიმალურად, მაგრამ, ვფიქრობ, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს”, – ამის შესახებ პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებულმა მომღერალმა, ხატია წერეთელმა (ირმა კურტანიძემ) “ტვ პირველთან” განაცხადა.
ხატია წერეთელი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება სასამართლომ დაამტკიცა. ხატია წერეთელთან ერთად სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა, მასთან ერთად დაკავებული 10 პირიც.

















