რაქვიაშვილი:ვინც გადაიღო, პირველ რიგში, ის არის დამნაშავე, მაგრამ ვინც ეს გამოიტანა და გაავრცელა, პასუხისმგებლობის თავისი წილი აქვს

ცუდი შემთხვევაა, როცა ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობა ასე გვიფუჭდება, მაგრამ მთავარია მინიშნება, რამდენად საშიში შეიძლება იყოს უკონტროლო ძალაუფლება, ამ შემთხვევაში სუს-ის ძალაუფლება და ასე სპეცსამსახურების დატოვება არ შეიძლება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ რაქვიაშვილმა ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.

რაქვიაშვილის თქმით, საჭიროა კონტროლის ისეთი მექანიზმები, რითაც ამგვარი პრობლემის თავიდან არიდება იქნება შესაძლბელი.

„გვჭირდება მათ შორის ისეთი კინტროლის მექანიზმები, რომლებიც ამდაგვარ პრობლემას მოგვარიდებს, ხალხი ერთმანეთს ტოტალურად რომ არ უსმენდეს. ვინც გადაიღო, პირველ რიგში, ის არის დამნაშავე, მაგრამ ვინც ეს გამოიტანა და გაავრცელა, პასუხისმგებლობის თავისი წილი აქვს. როცა ტოტალური მოსმენის კამპანიას იწყებ და ყველას უსმენ, იქ ბუნებრივია, დიპლომატიც გაერევა. თუ ყველა მღვდელს, პოლიტიკოსს და ჟურნალისტებს უსმენ, ამ ხალხს დიპლომატებთან კომუნიკაცია არ ექნებათ? ავტომატურად დიპლომატსაც მოუსმენ. ამაშია პრობლემა. იდეაში, სასამართლომ უნდა გასცეს სანქცია მოსმენაზე. თუ რეალური სასამართლო გყავს, ასეთი რამ არ მოხდებოდა“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიENKA საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულებას წყვეტს – “ნამახვანჰესი” აღარ აშენდება
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი საქართველოს ელჩის ბრიუსელში დაბარებას ეხმაურება