რაქვიაშვილი – თაკო ჩარკვიანი უკვე მერამდენედ აცხადებს აჯანყებას

„გირჩის“ წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, აჯანყებასთან დაკავშირებული განცხადება სერიოზული არ არის და ამით შეიძლება მხოლოდ დამატებით საბაბი მიეცეს „ქართულ ოცნებას“ და თქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციას ამზადებს.

„ქალბატონი თაკო უკვე მერამდენეჯერ აცხადებს აჯანყებას, მგონი, მის შემთხვევაში ეს ჩვეულებრივი ამბავია. არაფერი ამის იქით სერიოზული არ არის, გარდა იმისა, რომ შეიძლება, დამატებით საბაბი მივცეთ „ქართულ ოცნებას“ და თქვას, აი, ნახეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ რევოლუციას ამზადებს, და კიდევ, სიტუაციის დაძაბვისთვის იყოს გამოყენებული. მაგრამ, როგორც ჩანს, თაკო ჩარკვიანს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავინ უსმენს და არ მგონია, რაღაც განსაკუთრებული გავლენა იქინიოს პოლიტიკურ გარემოზე“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, „რამდებად არსებობს ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი აქციების და კარვების რესურსი“, – რაქვიაშვილის თქმით, სამწუხაროდ, საქართველოში ამის რესურსი ყოველთვის მოიძებნება ხოლმე, მაგრამ არ იცის, რამდენად ეფექტიანი იქნება.

„მე არ მაქვს განცდა, რომ ჩვენ რაღაც რევოლუციურ გარემოში ვართ, ახლა რაღაც უნდა მოხდეს, ხალხი ქუჩაში გამოვა და რევოლუციას მოაწყობს. მეორე მხივ, ჩემი აღქმა და სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერების აღქმა შეიძლება, განსხვავებული იყოს. ისინი როგორ მოიქცევიან და რას გეგმავენ, არ ვიცი. ასე თუ ისე ჯერჯერობით მშვიდად მივდივართ“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგვარამია: 18:00 საათზე ბრიფინგი დეპორტაციაზე
შემდეგი სტატიაადვოკატების ინფორმაციით, შუშის ბარიერიც ამოქოლეს: “სააკაშვილს წაართვეს დაცვის უფლება”