რაქვიაშვილი სააკაშვილზე: რა მოლოდინი აქვს, მმართველი გუნდი აქამდე თუ არ წავიდა დათმობებზე, ახლა რატომ წავა

სააკაშვილის ულტიმატუმი გამიკვირდა, რა მოლოდინი აქვს, მმართველი გუნდი აქამდე თუ არ წავიდა დათმობებზე, ახლა რატომ წავა, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას, რომ შეწყვეტს შიმშილობას, თუკი სამოქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანენ.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცოტა გამიკვირდა, რადგან შინაარსით ულტიმატუმს ჰგავს, თუ იმას გააკეთებთ, მე ამას გავაკეთებ. „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც წინა ულტიმატუმი, ასევე ეს, არაეფექტიანი იქნება, რადგან ულტიმატუმს მაშინ აქვს აზრი, როცა ბრძოლა მოიგე და გინდა, შედეგი უფრო სწრაფად მიიღო. ამ შემთხვევაში გაუგებარია, რა მოლოდინი აქვს მიხეილ სააკაშვილს „ქართული ოცნებისგან“ და თუ მმართველი გუნდი აქამდე არ წავიდა დათმობებზე, ახლა რატომ წავა? არ მგონია, ამ განცახდებამ რაიმე პოზიტიური გავლენა იქონიოს. პოზიტიურია მხოლოდ ის, რომ პროცესში სტრასბურგის სასამართლო ჩაერია და მას ინფორმაცია უნდა მიეწოდოს მხარეებისგან. თუ სააკაშვილის უფლებები არ იქნება შესაბამისობაში, ესეც გაირკვევა“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“რომელ ინვესტორს მოუნდება საქართველოში საქმის გაკეთება, როდესაც იხილავს, თუ როგორ ველურად იქცევა ხელისუფლება”
შემდეგი სტატიაევროდელეგაციის წევრები სახალხო დამცველს შეხვდნენ- დეპუტატები მოითხოვენ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს გარანტირებული