რაქვიაშვილი – სააკაშვილის ციხიდან გამოყვანა წარმოუდგენელია, იმედია, „ქართული ოცნება“ მას უკრაინაში გაუშვებს

მეგონა, რომ ელენე ხოშტარიას მანდატი არ ჰქონდა, გამიკვირდა, რომ ისევ დეპუტატია. თუ ადამიანი შიმშილობს, ეს სერიოზული ამბავია, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია მიზანი, – ამის შესახებ ოოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, მან ვერ მიიღო დამაჯერებელი ინფორმაცია, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„რამდენიმე ადამიანი სხვა ადგილას შიმშილობს. მგონი, ეს არის ემოციური ფონი, ნეგატიურ-ემოციური ფონი კარგი არ არის. გასაგებია, რომ შეიძლება, სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის მიზანი გქონდეს, მაგრამ ხომ გასაგებია, რომ მას ციხიდან არ გამოუშვებენ? ჩემთვის ვერ მივიღე დამაჯერებელი ინფორმაცია როგორ მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი, არც „ქართული ოცნების“ ინფორმაცია არ არის დამაჯერებელი და არც „ნაციონალური მოძრაობის“. ალბათ, კარგი იქნებოდა, რაიმე სანდო ინფორმაციის წყარო გვქონდეს. 90-იანი წლებიდან მოყოლებული კარვები, შიმშილი და აქციები ემოციურად ჩემთვის მისაღები არ არის, ეს უკიდურესი ფორმაა, მაგრამ ამას რაღაც სერიოზული მიზეზიც უნდა ჰქონდეს. სინამდვილეში, ასეთ მიზეზს ვერ ვხედავ, მივიჩნევ, რომ ისეთი პოლიტიკური სიტუაცია არ გვაქვს, რომ შიმშილობას მივბაძოთ.

იმედია, ვითარება დამშვიდდება. ეს ნეგატიური ფონი არ მომწონს, რაც შექმნილია და იმედია, შეიცვლება. გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი „ნაციონალურ მოძრაობას“ აღელვებს და ამის გამო საპროტესტო აქციები ტარდება, მაგრამ ახლა მისი ციხიდან გამოყვანა წარმოუდგენელია, თუმცა ეს არის პოლიტიკური პრობლემა და პოლიტიკურად უნდა მოგვარდეს. იმედია, „ქართული ოცნება“ მიმართვას დაუჯერებს და მას უკრაინაში გაუშვებს“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილს რუსთავის ციხეში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა
შემდეგი სტატიასოსო რობაქიძე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს