რაქვიაშვილი – როგორც იქნა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოდის

მოხარული ვარ, რომ როგორც იქნა, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოდის, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

„„ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს რომ არ აწერს, უცნაურია, რადგან ამ შეთანხმებიდან ყველა პუნქტს აღიარებენ, სადაც გაწერილი იყო გირაოს საკითხი, რეფორმებზეა საუბარი და 43 პროცენტიან დათქმაზე. თუ ყველა პუნქტს აღიარებს, არ მესმის, ხელი რატომ არ უნდა მოაწეროს. თუ ამნისტია არ მოსწონს, ამნისტია ჩაწერილი იყო იმ პუნქტში, სადაც გირაოს საკითხი იყო. თუ იმ პუნქტს იყენებ, ეს როგორ გამოდის? არ მივიჩნევ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენს ხარჯზე რაღაცას აკეთებს. თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, საკუთარი ამომრჩეველი გაუგებრობაში ამყოფოს, ეს მისი არჩევანია და არ წაადგებათ. სწორად მოვიქეცით, როცა დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო. ამასთან, საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განმარტებით, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით რიგით მე-11 განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართა