რაქვიაშვილი – „ქართული ოცნების“ დღევანდელ აქციას რაღაც განსაკუთრებული შინაარსი არ აქვს

თუ დავიჯერებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ორჯერ მეტი მხარდამჭერი ჰყავს, აქციაზე უნდა ველოდოთ ორჯერ მეტ ადამიანს, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგზე იყო, – აცხადებს „გირჩის“ წარმომადგენელი სანდრო რაქვიაშვილი.

„პირველ რიგში, მგონია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რეიტინგი წაართვა კალაძეს საცობების გამო დღეს და ბევრი თბილისელი უკმაყოფილო იქნება ამ მიტინგის გამო. მით უმეტეს, რომ რაღაც განსაკუთრებული შინაარსი არ აქვს. მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ დაანახონ თავის ამომრჩეველს, რომ არანაკლები მიტინგის შეკრება შეუძლიათ, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“. ერთგვარი ძალის ილუსტრაციაა. შედეგიანობა საბოლოო ჯამში ფასდება არჩევნებზე და თუ საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“ მიაღწევს მიზანს რამდენიმე დღეში, ე.ი. შედეგიანი იყო, მაგრამ კონკრეტულად დღეს ამის შეფასება რთული იქნება.

თუ დავიჯერებთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ორჯერ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბევრად უფრო მეტი რესურსი, ალბათ, უნდა ველოდოთ ორჯერ უფრო მეტ ადამიანს, ვიდრე წინა მიტინგზე იყო“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითიბისი დამწყებ ფერმერებს ახალ პროდუქტს სთავაზობს
შემდეგი სტატიარაქვიაშვილი – თბილისში მაინც რთული იქნება ოპოზიციის გამარჯვება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე ქალაქში გამარჯვება უფრო რეალისტური იყოს