რაქვიაშვილი – „ნაცმოძრაობას” არჩევნების მეორე ტურისთვის ძალიან რთული ამოცანა აქვს შესასრულებელი

„ნაციონალურ მოძრაობას” არჩევნების მეორე ტურისთვის ძალიან რთული ამოცანა აქვს შესასრულებელი, სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა მობილიზაცია მოახდინოს – ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა შესძლონ „გირჩის”, გიორგი გახარიასა და ანა დოლიძის ამომრჩევლის მობილიზება, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება ქალაქების დონეზე, ადგილობრივი კოალიციური მთავრობების შექმნის ინიციატივას, რაქვიაშვილის თქმით, მეორე ტურამდე ამაზე საუბარი ნაადრევია.

„თუკი კოალიციური მთავრობის იდეა იყო, შეიძლება, ეს პირველი ტურის წინ გაკეთებულიყო. თუ მანამდე ამის საჭიროება არ იყო და ამაზე არ ფიქრობდნენ, მაშინ ახლა როგორ დავაჯერებთ ამომრჩეველს, რომ ეს სერიოზული დაპირებაა და არა უბრალოდ წინასაარჩევნო?!” – აღნიშნა სანდრო რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბასილაია სააკაშვილზე – სასამართლოები თუ ჩანიშნეს 20 ოქტომბრის შემდეგ, მისი ფიზიკური მდგომარეობა არ იქნება სახარბიელო
შემდეგი სტატიახოშტარია – „დროა“ სხვა პარტიებთან კოორდინაციით ხმების დასაცავად ბრძოლას განაგრძობს