რაქვიაშვილი: ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, არათუ ფუნქციონირებს, არამედ შემოდებულია თაროზე

ჩვენ დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, არათუ ფუნქციონირებს, არამედ შემოდებულია თაროზე – ეს განცხადება, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა გააკეთა.

რაქვიაშვილის თქმით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეკრება აუცილებელი იყო სხვადასხვა რისკების განსაზღვრისთვის საჭირო იყო.

რაქვიაშვილის თქმით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ლოგიკური შედეგია იმ ქმედებების, რაც ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

დავით რაქვიაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ არაერთხელ სცადა უშიშროების საბჭოს დაკნინება.

„მტერიც კი ვერ მოიფიქრებდა იმ ნაბიჯების გადადგმას, რა ნაბიჯებიც გადადგა, „ქართულმა ოცნებამ“ ეროვნული უსაფრთხოების სისტემასთან მიმართებაში. დაუშვებელი იყო ის, რაც გაკეთდა და შედეგი არის სახეზე. ჩვენ დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, როდესაც ეროვნული უსაფრთხოების სისტემა, არათუ ფუნქციონირებს, არამედ შემოდებულია თაროზე და ვისმენთ მოსაზრებებს, რომ როდესაც კრიზისი გადაივლის, შემდეგ იქნება განხილული, რა მოხდა. აბსურდულია, რა თქმა უნდა, ასეთი დამოკიდებულება,“ – განაცხადა დავით რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაჭავარიანი: ვიღაცა სავარძელში ჩაჯდება თუ ხეზე ავა, ამის გამო უნდა გადავწვათ ეს ქვეყანა?
შემდეგი სტატიაჩვენი ამბავი რომ ვიცი, არ შევეშვებით პარლამენტის შენობის შტურმს და არ გვინდა, რომ დაიცვას პოლიციამ, ეს არის საზოგადოების დაკვეთა?