რაქვიაშვილი – არ ვაპირებ აქციებს შევუერთდე იმის მიუხედავად, რომ მიყვარს აქციებზე სიარული

დაძაბულობის კერებზე და მიტინგებზე განცხადებები მიუთითებს, რომ მინიმუმ „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან არ არის მზაობა შერიგებისკენ, ბრძოლა გრძელდება და ეს არის დამატებით ილუსტრაცია იმისა, რომ შერიგებაზე საუბარი არ არის გულწრფელი, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

რაქვიაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიერ დაანონსებულ აქციებს შედეგი არ ექნება, რადგან მიზანიც ბუნდოვანია და უკვე “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებისგანაც გაუგია, რომ “ყველა დაიბნა – ვანგრევთ ივანიშვილის რეჟიმს თუ ვრიგდებით და მშვიდად ვაგრძელებთ ცხოვრებას”. მისი თქმით, მინიმუმ ამ დონეზე მაინც უნდა ჩამოყალიბდეს “ნაციონალური მოძრაობა.”

„მე არ მგონია, რომ ასეთი ტიპის აქციებს ეფექტი ექნება, რადგან ჩვენ ბევრი ასეთი დაანონსებული აქცია გვინახავს – ცხელი გაზაფხული, ცხელი ზაფხული, უკვე ცხელი ზამთარიც დაანონსდა და ვხედავთ, რომ რადგან საბოლოო ჯამში ამ აქციების მიზანი გაურკვეველია, რადგან სულ იცვლება მიზნები, ამიტომ ის ვერ მოახდენს რაიმე მნიშვნელოვან გავლენას პოლიტიკაზე. მე არ ვაპირებ აქციებს შევუერთდე იმის მიუხედავად, რომ მიყვარს აქციებზე სიარული. მე ჯერ ინტერესი არ გამიჩნდა, რატომ უნდა შევუერთდე“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – დაპირისპირებას ვერ დავარქმევ, იყო საკითხების განხილვა, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის არის
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ვაქცინაციის მარათონის ფარგლებში ამ დროისთვის დამატებით 12 000-მდე პირი აიცრა