რაქვიაშვილი – ადამიანი როდესაც შიმშილობას აცხადებს, ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი თვითონაა

ადამიანი როდესაც შიმშილობას აცხადებს, ბუნებრივია, მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი თვითონაა. როგორც ყველა ადამიანი, თავის თავზე აგებს პასუხს. მაგრამ ჩვენ მარტო შეგვიძლია შევაფასოთ სააკაშვილი ამას რატომ აკეთებს და რატომ აქვს ასეთი პროტესტი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ამა თუ იმ ფორმით დავალთ სასამართლომდე და სამართლიანობის ცნებაზე. ქვეყნის დიდი ნაწილი, ასობით ათასი ადამიანი არ მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მიმართ სამართლიანი სასამართლო იყო გამართული და ეს არის პრობლემა. ვიდრე ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ, პოლიტიკური პრობლემა არ მოგვარდება. კონკრეტულად ვიწრო ნაწილში სააკაშვილის ჯანმრთელობაზე თვითონ სააკაშვილია პასუხისმგებელი, ხოლო პოლიტიკურ პრობლემაზე, რაღაც გაგებით, ყველა ვართ პასუხისმგებელი, ოპოზიციაც და „ქართული ოცნებაც“, რომ ვერ შევქმენით უკვე 30 წელია სასამართლო, რომელიც ასეთ პრობლემას მოგვიგვარებდა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიახალგორის რაიონის სოფელ მიდელაანში კგბ-მ ჩხრეკა ჩაატარა
შემდეგი სტატიაუწყვეტი განვითარების ისტორია – „ჟუჟუნა“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს