რაფალ ნადალი უიმბლდონსა და ოლიმპიადა-2020-ში მონაწილეობას არ მიიღებს

მსოფლიოს მესამე ჩოგანი რაფალ ნადალი უიმბლდონსა და ოლიმპიადა-2020-ში მონაწილეობას არ მიიღებს. მსოფლიოს 20-ჯერ ჩემპიონი, რომელსაც უიმბლდონი ორჯერ 2008 და 2010 წლებში აქვს მოგებული, ამბობს, რომ მან გრძელი სეზონის შემდეგ ძალები უნდა აღიდგინოს.

“ეს ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მაგრამ ჩემს ორგანიზმს მოვუსმინე, ჩემს ჯგუფთან ერთად განვიხილე და მივხვდი, რომ ასე იქნება სწორი” – თქვა ესპანელმა. 35 წლის მოთამაშემ დაამატა, რომ მისი მიზანი კარიერის გაგრძელებაა, რასაც მისთვის დიდი სიხარული მოაქვს. ეს კი უმაღლეს დონეზე თამაშს და მაღალი პროფესიული შედეგების მიღწევას ნიშნავს ძალიან მაღალი კონკურენციის სფეროში – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიძლიერი წვიმების შედეგად ქერჩი დაიტბორა (ფოტო)
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა