რაფაელ ნადალი – ნიკოლოზ ბასილაშვილი ფანტასტიურად თამაშობდა, ის შექებას იმსახურებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ფანტასტიურად თამაშობდა, – ამის შესახებ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ნიკოლოზ ბასილაშვილთან გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა.

„ზედიზედ ორი ძალიან რთული თამაში მქონდა. დასაწყისში დიდი შანსები მქონდა, მაგრამ ბასილაშვილი ფანტასტიურად თამაშობდა, ის იმსახურებს შექებას. ძალიან ძლიერად ურტყამდა ბურთს. ბოლოს ჩემი თამაშის დონე გავაუმჯობესე, ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა“, – განაცხადა რაფაელ ნადალმა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რაფაელ ნადალს დიდი ბრძოლა გაუმართა და დამარცხდა 3:6, 3:6, 7:6, 6:4. შეხვედრა 3:18 საათი გაგრძელდა.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის გუბერნატორი რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში საბჭოების შექმნას გეგმავს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ძარცვის ბრალდებით 1 პირი დააკავა