RANHIGS-ის სტუდეტებს ნავალნის დაკრძალვაში ან მიტინგში მონაწილეობისთვის გარიცხვით ემუქრებიან

პრეზიდენტთან არსებული რუსეთის ეროვნული ეკონომიკისა და სახელმწიფო მართვის აკადემიის სტუდენტები გააფრთხილეს, რომ თუ 1-ელ მარტს ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკრძალვას დაესწრებიან ან მიტინგში მიიღებენ მონაწილეობას, სასწავლებლიდან დაუყოვნებლივ გარიცხავენ.

“29 თებერვალს და 1 მარტს იყავით ყურადღებით და გვერდი მოუარეთ ნებისმიერ მიტინგს და შეკრებას ცენტრში! თქვენ სწავლობთ რუსეთის პრეზიდენტთან არსებულ აკადემიაში, ნებისმიერი მონაწილეობა მიტინგში – დაუყოვნებლივ გარიცხვას უდრის”, – ეწერა იმ მოკლეტექსტურ შეტყობინებებში, რომლებიც სტუდენტებმა ტელეფონზე მიიღეს.

ალექსეი ნავალნის ხვალ, 1-ელ მარტს მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა, ნავალნი 47 წლის იყო. რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონულ სამმართველო ირწმუნებოდა, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბია.

banner
წინა სტატიაშისარეკლამო SMS–ებს აბონენტები მაინც მიიღებენ
შემდეგი სტატიაზურა მახარაძე პროკურატურაში „კრებსების საქმის” ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს