რამზან კადიროვი უკრაინის მოვლენების აბსოლუტური ჰედლაინერი გახდა – თინა კანდელაკი

ქართული წარმოშობის რუსი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ის უკრაინის „მოვლენების“ აბსოლუტური ჰედლაინერი გახდა.
თინა კანდელაკი ამბობს, რომ ბევრისგან განსხვავებით კადიროვი სოციალურ ქსელებში თავდაჯერებულად შემოვიდა და „მაშინვე მიხვდა, რომ ეს იყო თანამედროვე ბრძოლის ველი.“

„ბევრი წელია მეკითხებიან, ჩართული ვარ თუ არა რამზან კადიროვის სოციალური ქსელების მართვაში, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არა“, – ამბობს კანდელაკი.

კანდელაკის თქმით, 24 თებერვლის შემდეგ კადიროვის ტელეგრამ არხის მომხმარებელთა რაოდენობა უპრეცედენტოდ გაიზარდა.

„ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური გახდა აბსოლუტური ჰედლაინერი მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში. ბევრ კოლეგას შეუძლია მიბაძოს მას, მისგან ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება, მისი რეპორტაჟები გაცილებით საინტერესო და ცოცხალია, ვიდრე ტელევიზიების მიერ ადგილზე მომზადებული მასალები“, – აცხადებს თინა კანდელაკი.

ამასთან, თინა კანდელაკი ხაზგასმით ამბობს, რომ კადიროვი ზელენსკის საკუთარი იარაღით ებრძვის.

„რამზან კადიროვი არასოდეს ყოფილა შოუმენი – ის მეომარია“, – ამბობს აცხადებს კანდელაკი.

თავის მხრივ, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ტელეგრამ არხზე კანდელაკის განცხადებას გამოეხმაურა და მას მადლობა გადაუხადა.

„გმადლობთ, თინა. არ ვიცოდი, რომ ასეთი ცნობილი ვიყავი“, – აღნიშნა კადიროვმა.

banner
წინა სტატიაშიხერსონის რაიონში რაშისტებმა 7 ადამიანი დახვრიტეს და სახლი ააფეთქეს
შემდეგი სტატიაპუტინს დონბასში ძალების შეკრება სურს, რომელიც 5-ჯერ მეტი იქნება უკრაინულ ჯარზე – The Times