რამზან კადიროვი შეიარაღებულ რაზმებს ოკუპირებულ აფხაზეთში გადასროლისთვის ამზადებს

რამზან კადიროვთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, ერთ-ერთი რუსული ტელეგრამ-არხი წერს, რომ ჩეჩნეთის ლიდერის ბრძანების მიხედვით, 700-800 ბოევიკი ემზადება ფახაზეთში გადასასროლად.

იმავე არხის ცნობით, რუსეთი აფხაზეთის შემოერთებისთვის ემზადება, თუმცა, იგივეს არ აპირებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ – ის ნაწილობრივ აღიარებულ “რესპუბლიკად” უნდა დარჩეს.

რამზან კადიროვის რაზმები აფხაზეთში ჩასატარებელი რეფერენდუმის შესაბამისი შედეგის უზრუნველსაყოფადაა საჭირო. ამ ფონზე ზედმეტი არც იმის გახსენება იქნება, რომ სულ ცოტა ხნის წინ ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი ვოლოდინი სტუმრობდა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მოსახლეობა და ოპოზიცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება კანონპროექტს “აპარტ-ოტელების” შესახებ, რომელიოც საშუალებას აძლევს უცხოელებს, შეისყიდონ აპარტამენტები აფხაზეთში.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – ჩვენ საზოგადოების მოთხოვნას ვუპასუხეთ – საზოგადოების დაკვეთა ერთიანობა იყო და ნაბიჯი სწორედ ერთიანობისთვის გადავდგით
შემდეგი სტატიაკალაძე – ორი „ლუზერის“ გაერთიანებით, ცხადია, ვერაფერი და არაფერი შეიცვლება