ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განკარგულება გასცა ჩეჩნეთიდან გააძევონ საგზაო პატრულის ეკიპაჟზე თავდამსხმელის, უკვე ლიკვიდირებული პირის ოჯახის წევრები და ნათესავები. თავდასხმის დროს ერთი პოლიციელი დაიღუპა, თავდამსხმელი კი დაცხრილეს. შემთხვევა 7 აპრილს, ქალაქ აჩხოი-მარტანში მოხდა.
რამზან კადიროვმა განკარგულება ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დროს გასცა.
“უნდა გავაძევოთ მათი მშობლები, დები და ძმები, ვინც ამის უკან დგას, მათი ქონება კი უნდა ამოვიღოთ და სახელმწიფოს გადავცეთ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი ისევ გააგრძელებენ უკრაინის დავალებით მოქმედებას, ეს გადაწყვეტილება სხვა ნათესავებზეც უნდა გავრცელდეს”, – თქვა კადიროვმა შეხვედრაზე.
თავდამსხმელმა პოლიციელებს დანით მოულოდნელად მაშინ შეუტია, როცა ისინი რეიდს ატარებდნენ. დაიჭრა ორი პოლიციელი, ერთი მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
რამზან კადიროვის თქმით, დადგენილია, რომ თავდასხმის ორგანიზატორები თურქეთში იმყოფებიან, მათ უკან კი უკრაინის სპეცსამსახურები დგანან.