რამშტეინის ავიაბაზაზე უკრაინის მხარდასაჭერ შეხვედრაში მონაწილეობა 20-ზე მეტმა ქვეყანამ დაადასტურა

რამშტეინის ავიაბაზაზე უკრაინის მხარდასაჭერ შეხვედრაში მონაწილეობა 20-ზე მეტმა ქვეყანამ დაადასტურა. ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ზე დაყრდნობით European Truth იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფერენცია 26 აპრილს გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ძალების ბაზაზე გაიმართება.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, ჯონ კირბიმ 22 აპრილს განაცხადა, რომ კონფერენციაზე, დაახლოებით 40 ქვეყანა იყო მიწვეული, თუმცა მას არ აღუნიშნავს ზუსტად რომელი ქვეყნები შეთანხმდნენ ღონისძიებაში მონაწილეობაზე.

თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერის თქმით, საქმე მხოლოდ ნატოს ქვეყნებს არ ეხება და ეს შეხვედრა არც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ეგიდით არ მიმდინარეობს.

კონფერენციაზე ასევე მიწვეული იყო აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინიც, რომელმაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის არამარტო უკრაინის თავდაცვის საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება, არამედ სამომავლოდ, უკრაინის არმიის გაძლიერებაზეც ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიბუჩაში ცხედრების შეგროვება და ექსჰუმაცია სრულდება – ნაპოვნია 412 ცხედარი
შემდეგი სტატიარუსი ოკუპანტების მორიგი თავდასხმა ოდესაზე – აგრესორების სამიზნე კვლავ დასახლებული პუნქტები გახდა