4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

ტრამპი ABC News-ის ჟურნალისტს დაუპირისპირდა — „სულელი ხარ, თქვენი ტელეარხი კი ყველაზე ცუდია“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ABC News-ის ჟურნალისტს დაუპირისპირდა, რომელმაც მას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემსუბუქებისა და ამერიკელი პატიმრის გათავისუფლების საკითხზე კითხვა დაუსვა.

ჟურნალისტი დაინტერესდა, ხომ არ ნიშნავდა სანქციების შემსუბუქება მოსკოვისთვის გარკვეულ დათმობას ამერიკელი პატიმრის, ჰაბარდის, გათავისუფლების სანაცვლოდ.

კითხვაზე პასუხისას ტრამპმა ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა: „სულელი ხარ და სხვათა შორის, თქვენი ტელეარხი ყველაზე ცუდია“.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ჰაბარდის გათავისუფლების სანაცვლოდ შეერთებულ შტატებს რუსეთისთვის „არაფერი მიუცია“.

ტრამპსა და ჟურნალისტს შორის დაპირისპირება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო შემსუბუქებისა და პატიმრის გათავისუფლების საკითხების ურთიერთკავშირის შესახებ დასმულ კითხვას მოჰყვა.

 

 

banner
წინა სტატიაშიზახაროვა: ქართული სასმელის იმპორტის აკრძალვა მხოლოდ რამდენიმე საწარმოს ეხება
შემდეგი სტატიაკობახიძის გადაწყვეტილება რუსეთთან ურთიერთობებზე — დიპლომატთა საზოგადოება შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს