Rammstein-ის ვოკალისტი აღშფოთებულია პუტინის მხარდამჭერი ყალბი ფოტოების გამოქვეყნებით

Rammstein-ის ვოკალისტი აღშფოთებულია პუტინის მხარდამჭერი ყალბი ფოტოების გამოქვეყნებით

88გერმანული ჯგუფ Rammstein-ის ვოკალისტმა, ტილ ლინდემანმა დაადასტურა, რომ ინტერნეტში გავრცელებული ფოტო, სადაც ის პუტინის პორტრეტით დგას, სინამდვილეში ყალბია.
მუსიკოსის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ლინდემანის მაისურზე, სინამდვილეში თავის ქალა და ძვლები ახატია, რომელიც გრაფიკულად რედაქტორმა დაამუშავა და ქალის მაგივრად პუტინი დაახატა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლინდემანმა მოსკოვში ვიზიტისას რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკას დაუჭირა მხარი და თან წაიღო ძვირადღირებული ტელეფონი, სადაც მისი პორტრეტი ეხატა, გუშინ რამდენიმე რუსულმა მედიამ ერთდროულად დაბეჭდა.

ინფორმაციის წყარო კომპანია Caviar-ია, რომელიც მდიდრულ “პუტინოფონებს” – მოოქროვილ სმარტფონებს აწარმოებს, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტია გამოსახული.
მოგვიანებით, კომპანიამ გავრცელებულ ინფორმაციაზე ბოდიში მოიხადა.
სინამდვილეში, ლინდემანის თქმით, მას ხელში მიაჩოჩეს ტელეფონი სიტყვებით: “მოკითხვა ვლადიმირ პუტინისგან”, შემდეგ კი კითხეს, მოსწოვს თუ არა მოსკოვი.
“შემდეგ, მე თითი ავწიე და ვთქვი, “მოსკოვი მშვენიერი ქალაქია. სულ ეს იყო” – განაცხადა ლინდემანმა. რომელიც აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლოში აპირებს ჩივილს.

banner
წინა სტატიაშიბრიტანული პოლიცია გაზრდილ ქსენოფობიურ დანაშაულებებზე ლაპარაკობს
შემდეგი სტატიაკანადა ნატოს ბატალიონს ლატვიაში უხელმძღვანელებს