რამიშვილი: მოვითხოვთ, რომ შსს-ს გვერდზე არ დაიდოს განცხადებები, თითქოს გამოძიება მხოლოდ სუიციდზე მუშაობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსთხოვა, რომ არ გაავრცელოს იმგვარი განცხადებები, რომელიც საზოგადოებაში ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსიას გაამყარებს.

“იყო ჩვენი მოთხოვნა, რომ აღარ მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე იმდაგვარი განცხადებების დადება, რაც საზოგადოებაში და ჩვენში იწვევს დიდ ეჭვებს, თითქოს გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის მიმართულებით მუშაობს. ამაზე მივეცით საბოლოო გაფრთხილება და რჩევა. პასუხად დაველოდები შედეგს. პასუხი ყოველთვის არის ‘დიახ’, მაგრამ შედეგი არის საპირისპირო”, – განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილისგარდაცვალების საქმეზე უკანასკნელ ორ დღეში 2 განცხადება გაავრცელა. პირველი განცხადების მიხედვით, ბაჩალიაშვილი ინტერნეტში თვითმკლელობის შესახებ ინფორმაციას ეძებდა. მეორე განცხადებით მიხედვით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ფურცელი წარწერით – “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ” – ნამდვილად თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის და წარწერაც მის მიერ არის შესრულებული.

banner
წინა სტატიაშიკუბილიუსი: რუსეთი უხეშად არღვევს 2008 წლის შეთანხმების პირობებს
შემდეგი სტატიაიან კელი – საქართველოში რუსეთის შეჭრიდან 12 წლისთავზე ვიხსენებთ, რომ პუტინის რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას აგრძელებს