რამიშვილი-გადაწყვეტილება არის მიღებული, რომ თვითმკვლელობის იქით გამოძიება არ ჩატარდეს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა და ბაჩალიაშილის ოჯახმა საქართველოს პროკურატურასთან კომენტარი გააკეთეს. ისინი თამარ ბაჩალიაშილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ, 5 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლის მიხედვითაც ბაჩალიშვილი გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში თვითმკვლელობის გზებს ეძებდა.

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ “თვითმკვლელობის იქით არანაირი გამოძიება  არ განხორციელდება.”

 

“გუშინვე საღამოს უკვე საზოგადოებაში დაიწყეს ორგანიზებულად იმ ინფორმაციის გავრცელება, რომ ბავშვი, თითქოსდა, შედიოდა ისეთ ვებსაიტზე, სადაც იყო ნათქვამი – მე რომ მოვკვდები, რა დაემართება ჩემს Facebook-ს, ყველას გვაქვს ეს ნანახი. თურმე, 17 ივლისს წამლებს ნახულობდა.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მთელი ლეპტოპი არის აბსულუტურად გაუბედურებული, წაშლილია ყველაფერი და ეს არის პირდაპირ მიმარტება იმისკენ, რომ გადაწყვეტილი აქვთ, არანაირი საქმე არ გამოიძიონ და პირდაპირ ამყარებს იმ ინფორმაციას, რომ ხელს აფარებენ ამ ბავშვის მიერ იმ ინფორმაციის ფლობას და იმ მკვლელობას, რომელიც მის მიმართ იყო გამოყენებული. ასევე, იმ ჯგუფს, რომელიც არის ჩართული და პირდაპირ აქვთ გადაწყვეტილება მირებული, რომ არანაირი გამოძიება არ ჩატარდეს. ესენი არაფერს არ გამოიძიებენ.

პირდაპირ მივმართავ მთავარ პროკურორს, თუ მორალური, ზნეობრივი, ადამიანური და არა მონური თვისების ერთი მარცვალი აქვთ დარჩენილი, მიიღონ გადაწყვეტილება”, – თქვა რამიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – იმის მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილია, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვი დახმარებას მიიღებს, შეძლებულ ოჯახებს უარის თქმა შეუძლიათ
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა მთავრობის დახმარებაზე-შეურაცხმყოფელია