რამიშვილი-დღეს ექსპერტები ​ბაჩალიაშვილის Facebook-სა და სხვა ქსელებში შესვლას შეეცდებიან

region
ავტ.: region აგვისტო 11, 2020 13:01

რამიშვილი-დღეს ექსპერტები ​ბაჩალიაშვილის Facebook-სა და სხვა ქსელებში შესვლას შეეცდებიან

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ დღეს ექსპერტები თამარ ბაჩალიაშვილის Facebook-ზე და სხვა ქსელებში შესვლას შეეცდებიან.

მისივე განცხადებით, გუშინ ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ სოციალურ ქსელებში შესვლა ვერ მოახერხა.

ადვოკატის თქმით, ოჯახის მთავარ მოთხოვნად, ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიებაში, კვლავ ფედერალური ბიუროს ჩართვა რჩება.

“ექსპერტები შეეცდებიან, რომ მოხდეს Facebook-ზე და სხვა ქსელებში შესვლა. გუშინ მქონდა საუბარი პროკურორთან, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელთან და ველოდებით პასუხს ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. არ იციან, როდის იქნება დასკვნა მიღებული.

FBI-ს საქმეში ჩართვასთან დაკავშირებით, მივმართეთ აშშ-ის საელჩოს და შესაბამის სტრუქტურებს, შევხვდით გენერალურ პროკურორს და მათ წარმოადგინეს გაგზავნილი მოსამართლის განჩინება და წერილი.

როდესაც ეჭვი იყო, არის და იქნება ლეპტოპისა და მობილურის გახსნასთან დაკავშირებით, ამის თაობაზე ოჯახის მოთხოვნაა, ჩაერთოს ფედერალური ბიურო გამოძიებაში”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ფიქრობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება მალე დასრულდება. გომელაურის თქმით, საჭიროების შემთხვევაში საქმეში FBI ექსპერტიზის მიმართულებით ჩაერთვება.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

region
ავტ.: region აგვისტო 11, 2020 13:01