საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
_წინა კვირაში ჩემს ოთხ ვიდეოს საერთო ჯამში სამ მილიონზე მეტი ნახვა ჰქონდა. საქართველოს რეალური მოსახლეობა ამაზე ნაკლებია. ახლა მეტყვიან, რომ სისტემატურად ამდენი ნახვა არ არის აუცილებლად მხარდაჭერის ნიშანი, მაგრამ ეს ასე არაა.
და კიდევ ერთი, ფორმულა ძალიან კარგი ინტელექტუალური არხია, თუმცა იმ დღეს ჟიჟილაშვილის ახალ ამბებში, სამშობლოს მოღალატე ნოღაიდელის დაკითხვასთან ერთად, ფართოდ აჩვენეს 2007 წლის 7 ნოემბრის, პოლიციის მიერ დემონსტრანტების დარბევა, TV პირველმა გაუშვა მხოლოდ დაკითხვა, ყოველგვარი ზედმეტების გარეშე და იცით რა მოხდა? „ფორმულას“ სიუჟეტს 30 ათასი ნახვა ჰქონდა, ხოლო TV პირველისას მილიონამდე. ხალხს შეზიზღდა ეს ვითომ შუაშისტური „ობიექტურობა“ და სინამდვილეში ფარული ქოცური პროპაგანდა და ზოგიერთი ჟურნალისტი ამას ჯიუტად არ აღიარებს და ჩარჩენილია წარსულში.















