პატიმრობაში მყოფმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე საქართველოში ირანის ელჩის, ალი მოჯანის განცხადება მკვეთრად შეაფასა და ხელისუფლების პოზიციაც გააკრიტიკა.
„ირანის ელჩი რამდენს ბედავს, მაგაზე ვარ გაცოფებული. ნორმალური ხელისუფლება გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა… სამარცხვინოები. შაჰ-აბასის კუბოს თავს რომ ურტყამდა კობახიძე, ფარჩაკი, გამოვიდეს და თქვას რამე, ამოღერღოს“, — განაცხადა ტვ პირველის ინფორმაციით, ელისაშვილმა.








