“რამდენჯერაც შოუს დადგამ იმდენჯერ შესაბამის პასუხს მიიღებ”-თარაშ შურღაია ნაცემ ხაბეიშვილს

საკრებულოს სხდომაზე დაწყებული სიტყვიერი კამათი, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა იქ, არ დასრულებულა.

ნაცემი ლევან ხაბეიშვილი და უმრავლესობის წევრი თარაშ შურღაია, ერთმანეთთან დაპირისპირებას სიტყვიერი შეძახილებით აგრძელებდნენ.

“რამდენჯერაც შოუს დადგამ იმდენჯერ შესაბამის პასუხს მიიღებ,”
– ასე უპასუხა ლევან ხაბეიშვილს უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა თარაშ შურღაიამ.

“ეს დაგავალეს ხომ? 10 კაცი რომ დაესევით ერთ ადამიანს ფარჩაკები ხართ, აბა რა ხართ,”– უთხრა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” წევრს ავთანდილ ცინცაძეს ლევან ხაბეიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, ლილე ლიპარტელიანი კი, კიბეებზე ჩამოსულ შურღაიას სიტყვიერად დაუპირისპირდა.

“ეს რა გააკეთეთ, ეს რა უსირცხვილობაა, ხელის დარტყმით ირჩევა კორუფციული სქემები თქვენთან? თუ ამით დაიმალება თქვენი კორუფცია, იქნებ მეც დამარტყა ხელი,” – თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლილე ლიპარტელიანი.

banner
წინა სტატიაშიკილაძე იზორიას ძმის კადრებზე-“მაინცდამაინც ახლა რატომ გაავრცელეს?”
შემდეგი სტატიაზუგდიდში „ლელოს“ ოფისი გაიხსნა