რამდენჯერაც მას ამის მცდელობა ექნება, იმდენჯერ მიიღებს ადეკვატურ პასუხს – დოხტურიშვილი ხაბეიშვილზე

რამდენჯერაც მას ამის მცდელობა ექნება, იმდენჯერ მიიღებს ადეკვატურ პასუხს – ამის შესახებ განცხადება, „ქართული ოცნების” დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა გააკეთა, რითაც მის ლევან ხაბეიშვილთან დაპირისპირებას გამოეხმაურა. დოხტირიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ლევან ხაბეიშვილს არ მიეცემა საშუალება სხდომების ჩაშლის და მისი თანაგუნდელების შეურაცხყოფის.

​„ლევან ხაბეიშვილი დღეს სხდომის ჩაშლას ცდილობდა. ითხოვდა, რომ ერეკლე კუხიანიძეს კომისიის სხდომა დაეტოვებინა. რაც შეეხება ერეკლე კუხიანიძესა და ხაბეიშვილის ურთიერთობებს, ეს ურთიერთობები მათ შეუძლიათ გაარკვიონ სხვა ნებისმიერ ადგილზე, სადაც სხდომა არ მიმდინარეობს. ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ის დღეს ჩვენს რიგებში აღარ არის. ლევან ხაბეიშვილს არ მიეცემა საშუალება სხდომების ჩაშლის, ჩემი თანაგუნდელების შეურაცხყოფის. რამდენჯერაც მას ამის მცდელობა ექნება, იმდენჯერ მიიღებს ადეკვატურ პასუხს“, – განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისანდრო ბრეგაძე: მას შეუძლია შეუკვეთოს მკვლელობა,დაიქირავოს ე.წ.ქილერები,კრიმინალურ გარჩევეაში ჩართოს მისი ძმა-ბიჭი ე.წ.ავტორიტეტები !!!
შემდეგი სტატიაირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი – დღეს მოიყვანეს ორი დაზარალებული, რომლებიც იდგნენ ჩიტაძის ქუჩაზე – მათ არც მოწოდება გაუგიათ და არც ის იციან, რა ხდებოდა რუსთაველზე