რამდენიმე წუთის წინ შეერთებულ შტატებში Air France-ის სამგზავრო ლაინერი აეროპორტში დასვეს

რამდენიმე წუთის წინ უსაფრთხოების მიზნით შეერთებულ შტატებში Air France-ის სამგზავრო ლაინერი Salt Lake City-ის აეროპორტში დასვეს. ამის მიზეზი ბომბის შესახებ სატელეფონო შეტყობინება გახდა. რეისი ლოს ანჯელესიდან პარიზის მიმართულებით სრულდებოდა.

დათვალიერების შემდეგ თვითმფრინავში ბომბის არსებობა არ დადასტურდა. უცნობია არიან თუ არა დაკავებულები.

რამდენიმე საათით ადრე კი ანალოგიური შემთხვევა Air France-ის თვითმფრინავზე ვაშინგტონი-პარიზის რეისზეც მოხდა. ბორტი Nova Scotia-ს აეროპორტში დასვეს.

banner
წინა სტატიაშიპარიზის სპეცოპერაციას მსხვერპლი მოჰყვა – დაღუპულია ტერორისტი ქალი
შემდეგი სტატია,,უვიზო მიმოსვლა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ლოგიკური ნაბიჯი იქნება”