რამდენიმე საავტომობილო გზაზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილების რეჟიმები დაწესდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ16-კმ29 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

თოვლის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ1-კმ62 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – უკრაინას, საქართველოს და ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს აქვთ უფლება, აირჩიონ საუკეთესო მომავალი მათი ხალხისთვის, გახდნენ ნატო-ს წევრები
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო – „კოვიდ-19“-ის მართვის დისტანციური სერვისები ძლიერდება