რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, დაამტკიცებს თუ არა პარლამენტი კვირიკაშვილის მთავრობას

დეპუტატების გამოსვლით გრძლედება პლენარული სხდომა პარლამეტნში, სადაც პრემიერობის კანდიდატსა და მის გუნდს უსმენენ.

ამ წუთებში სამთავრობო პროგრამას და შემადგენლობას კომიტეტის თავმჯდომარეები აფასებენ.

გიორგი კვირიკაშვილმა უკვე უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

გამოუცხადებენ თუ არა დეპუტატები ნდობას მთავრობის შემადგენლობას, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, როცა კენჭისყრის პროცედურა დასრულდება. თუმცა, მანამდე უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიციის არცერთი დეპუტატი გიორგი კვირიკაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაჭუერს.

banner
წინა სტატიაშისამართალი ვჭამოთო, ვინ რას შეჭამს, მომავლის საქმეა – ნუკრი ქანთარია ოპოზიციაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაგირჩი განცხადებას ავრცელებს