რამდენიმე საათში დავიწყებთ მობილიზებას. შესაბამისი აღჭურვილობა გვაქვს, რომლითაც ჩამოვლენ, გვაქვს საფეხმავლო, გასაშლელი ხიდები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ონში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ჯარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღებს მონაწილეობას.
„გადავწყვიტეთ, სამაშველო სამუშაოებში ჩავრთოთ ჩვენი გვარდიის დანაყოფები, ასეული, ასევე დასავლეთ მესამე ბრიგადის ასეულს ჩავრთავთ. იცით, რომ დღეს ჩვენი გამოწვევაა გაწმენდითი სამუშაოები, რა თქმა უნდა, ჯარიც ჩაერთვება. რამდენიმე საათში დავიწყებთ მობილიზებას. შესაბამისი აღჭურვილობა გვაქვს, რომლითაც ჩამოვლენ, გვაქვს საფეხმავლო, გასაშლელი ხიდები, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.