23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზოს შეზღუდვას განვიხილავთ – ტუსკი

პოლონეთი რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას განიხილავს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ქვეყნის პრემიერ-მინისტრზე, დონალდ ტუსკზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა რიგი ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ კვირას რუსეთის დავალებით დივერსიული აქტების მოწყობის ბრალდებით 32 ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ცნობით, შეზღუდვების დაწესება საქართველოს, სომხეთის, ვენესუელისა და კოლუმბიის მოქალაქეებისთვის განიხილება.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, „ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოქალაქეები აშკარა მიზეზების გამო რუსული სადაზვერვო სამსახურების მიერ რეკრუტირებისგან განსაკუთრებით დაუცველები არიან”.

„როცა საქმე საქართველოს მოქალაქეებს ეხება, ჩვენ პრობლემა ქვეყნის ტერიტორიაზე ჩადენილ დანაშაულთან გვაქვს. ვიცი, რომ ეს ქართველების ეროვნული მახასიათებელი არ არის, ამას ვერ ვიტყოდი, მაგრამ დღეს გარკვეული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები მოქმედებენ. რამდენიმე მათგანის დეპორტაცია უკვე განვახორციელეთ. ყველას, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, ან დააკავებენ ან მათი დეპორტაცია მოხდება“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

banner
წინა სტატიაშიერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება – საქართველოს ბანკის და CFN-ის კამპანიაში თსუ-ც მონაწილეობს
შემდეგი სტატია„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ოფიციალური საბანკო ანგარიში დაყადაღებულია – კუპრაძე