რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად – გახარიას სკანდალური განცხადება 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე

ყველაფერს ვხედავდი ზემოდან… რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად – გახარიას 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე სკანდალური განცხადებას აკეთებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ 20 ივნისის ღამეს მასთან ერთად პარლამენტის შენობაში რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო. მან ამის შესახებ ტვ პირველის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„რაც შეეხება მე სად ვიყავი. მე ვიყავი იქ, შიგნით [პარლამენტის შენობაში] და ვუყურებდი, უშუალოდ ვხედავდი ამ ყველაფერს… უშუალოდ ვხედავდი, ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს. უშულოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი, რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად… ზოგიერთი კიდე… არ დავასახელებ… ამასაც გამოძიება დაადგენს, ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას“.

banner
წინა სტატიაში„გახარია ცალტვინა ეჟოვი და უსისხლო არაკაცია“ – დავით ბერძენიშვილი
შემდეგი სტატიასანამ კაკისთვის ტალახის სროლად გადაწყვეტთ, სარკეში ჩაიხედეთ და თავად მოიშორეთ დიდძალი ნეხვი, რომელშიც ასე ღრმად ხართ ჩაფლული – წილოსანი