“რამდენიმე პირმა სცემა. დაზიანებები თავის არეში მიაყენეს” – დაპირისპირება კრწანისის სასწავლო ცენტრში

დაპირისპირება კრწანისის სასწავლო ცენტრში. 21 წლის ახალწვეული, ელჯან ეფენდიევი აცხადებს, რომ მას სცემეს. ჯარისკაცი ალგეთის საწვრთნელი ბაზიდან კრწანისში ახალი გადმოყვანილია.

ინციდენტის შემდეგ ახლგაზრდა ჯერ კლინიკა “რუსთავში,” გვიან ღამით კი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

“ჩემი შვილი დაახლოებით 3 დღეა რაც კრწანისის საწვრთნელ ცენტრში მსახურობს. რაც შეეხება ჩხუბს, ის საავადმყოფოში გადმოყვანის შემდეგ თვითონ დამიკავშირდა. მითხრა, რომ ის სხვა ოთახში გაიყვანეს და სავარაუდოდ, რამდენიმე პირმა სცემა. დაზიანებები თავის არეში მიაყენეს. სანამ ეს დაპირისპირება მოხდებოდა, მე სერჟანტს შევხვდი. მან მითხრა, რომ ჩემს შვილს მიხედავდნენ და ის სამხედრო სამსახურის დასრულებამდე კრწანისში იმსახურებდა, თუმცა შემდეგ ეს ფაქტი მოხდა. რაც შეეხება გორის ჰოსპიტალში გადაყვანას, ეს გადაწყვეტილება კრწანისის საწვრთნელმა ცენტრმა მიიღო,”-განუცხადა “კურიერს” ელჯან ეფენდივის მამამ, ელბრუს ეფენდიევმა.

თავდაცვის სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ ახალწვეულებს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა და ეფენდიევის კლინიკაში გადაყვანა მისი ემოციური ფონის გამო გახდა საჭირო.

banner
წინა სტატიაშიკრწანისის საწვრთნელ ცენტრში ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა – სამინისტრო
შემდეგი სტატია“იბარებდა კაბინეტში სკოლის დირექტორებს”… – ახალი დეტალები ია კერზაიას საქმეში