რამდენიმე მუნიციპალიტეტს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

9 მაისს, 15:00 საათიდან 16:00 საათამდე, “ლარსი ჰესის” ნულიდან გაშვების ტესტირების გამო, რამდენიმე მუნიციპალიტეტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

 

შეზღუდვა შეეხება დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებს, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: მუხრანი, ძალისი, ქსოვრისი.
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს აღნიშნული შეფერხების გამო.
banner
წინა სტატიაშიკანადის ალბერტას პროვინციაში გაჩენილი ხანძარი მეზობელ რეგიონებს ემუქრება
შემდეგი სტატია“დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე კიდევ არის ნაბიჯი გადასადგმელი,” – გიორგი მარგველაშვილი