“რამდენიმე კომპანიამ სცადა, თითქოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობდნენ, გარკვეული შეფერილობებით, გაეგრძელებინა მუშაობა, მათ უმკაცრესი პასუხი მოეთხოვებათ”

იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც რამდენიმე კომპანიამ სცადა, გარკვეული შეფერილობებით, თითქოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობდნენ, გაეგრძელებინათ მუშაობა, გპირდებით, ყველა მათგანი დაჯარიმდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაჯარიმების შემდეგ მსგავსი ქმედების განმეორებით ჩადენა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

„ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ეს არ არის სახუმარო, ვსაუბრობთ ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. ზოგ შემთხვევაში, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვთ გაცნობიერებული რისკის ხარისხი, ამით მანიპულირება და მათი შემოტყუება რაღაც კლუბებში და ღამის რესტორნებში კატეგორიულად მიუღებელია. ეს არ არის პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა, ეს კონკრეტული კომპანიების პასუხისმგებლობაა და შესაბამისად, კონკრეტულ კომპანიებს მოეთხოვებათ უმკაცრესი პასუხი მსგავსი ქმედებებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარია

banner
წინა სტატიაშიშსს-მ თბილისში მდებარე კვების ობიექტებში იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორ ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაგამყრელიძე სასწრაფოს დაგვიანებებზე: ძალიან კარგად მესმის, რადგან სისტემა გადატვირთულია