11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

რამდენიმე ჯიშის ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი ცხადდება

ივანიშვილის მთავრობის 27 თებერვლის დადგენილებით, “ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით” კონკრეტული ჯიშის ძაღლების მოშენებაზე დადგენილების ამოქემდებიდან 3 წლის განმავლობაში მორატორიუმი ცხადდება. 

დადეგილება ძალაში 2026 წლის პირველი ივლისიდან შედის.

დადგენილების თანახმად, მომეტებული რისკის მქონე ძაღლებად ჩაითვლება და მორატორიუმი ცხდდება შემდეგ ჯიშებზე:

  • ამერიკული პიტ ბულ ტერიერი;
  • ფილა ბრაზილეირო;
  • სტაფორდშირის ტერიერი;
  • არგენტინული დოგი;
  • ტოსა ინუ;
  • კანე კორსო
  • სტაფორდშირ ბულ ტერიერი;

ასევე მორატორიუმი ცხადდება სხვა ჯიშის ძაღლებზე:

  • ჰასკი;
  • მალამუტი
  • ლაიკა.

“შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის  ქვეპუნქტის საფუძველზე, ქვეყნის ტერიტორიაზე, ამ დადგენილების ამოქმედებიდან სამი წლის განმავლობაში, გამოცხადდეს ძაღლების მოშენებაზე მორატორიუმი, პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის, აგრეთვე სხვა ჯიშის ძაღლის ჰიპერპოპულაციის მართვის მიზნით.

მორატორიუმის მოქმედების პერიოდში მორატორიუმზე კონტროლს განახორციელებენ სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო და მუნიციპალიტეტების უფლებამოსილი ორგანოები” – ნათქვამია დადგენილებაში.

დადგენილებას ხელს ივანიშვილის პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აწერს.

ივანიშვილის პარლამენტის მიერ, 2025 წლის ივლისში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილების, კერძოდ, 103​³-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, “საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ძაღლების მოშენების მორატორიუმის დარღვევა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით”.

banner
წინა სტატიაშიგორში საჯარო სკოლა გაქურდეს
შემდეგი სტატიაკვიპროსზე საჰაერო ბაზის დასაცავად ბრიტანეთი საბრძოლო ხომალდს გაგზავნის