“რამდენიმე გვარი მე თვითონ მივაწოდე…”- ბესელია შსს-ს ხელმძღვანელობას შეხვდება

ეკა ბესელიას ინფორმაციით, ის შსს-ს ხელმძღვანელობას შეხვდება – მგონია, რომ გამოძიება რასაც აკეთებს, იმაზე მეტი ინფორმაცია უნდა მქონდეს, – აცხადებს ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით.

ბესელია იმედს გამოთქვამს, რომ შსს-ს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა დღეს მოხერხდება.

„მგონია, რომ გამოძიება რასაც აკეთებს, იმაზე მეტი ინფორმაცია უნდა მქონდეს. რამდენიმე გვარი მე თვითონ მივაწოდე, მითხრეს, რომ მათზეც იციან და სხვებიც იციან. მაინტერესებს ეს სხვები ვინ არიან და ველოდები სწრაფ რეაგირებას. ეს მეთოდები იმისთვის არის გამოყენებული, რომ ვიღაცამ ამ ბრძოლას ჩამომაშოროს. გამორიცხულია, ვერავინ ამას ვერ ეღირსება!“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიბესელიას კადრები – პოლიციამ ჯანეზაშვილი გამოკითხა
შემდეგი სტატია“ადვილი შესაძლებელია, რომ სადღაც რაიმე ინფორმაციამ გაჟონოს” – გუგეშაშვილი გამოძიებაზე