რამდენიმე დღის წინ თქვენს მიერ ამნისტირებულმა ქვეყნის მტერმა ჩახალიანმა სეპარატისტული განცხადება გააკეთა

სხდომის ჩაშლა კარგი ფაქტი არ არის და ადრე თუ გვიან დებატები აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო“რამდენიმე დღის წინ თქვენს მიერ ამნისტირებულმა ქვეყნის მტერმა ჩახალიანმა სეპარატისტული განცხადება გააკეთა, საქართველოს თურქეთიზაციის და აზერბაიჯანიზაციის შესახებ. ეს მისი პირველი განცხადება არ არის. მან განცხადება სპეციალურად იმ დღეს გააკეთა, როცა მსოფლიოს აზერბაიჯანული მოსახლეობა აზერბაიჯანელი ხალხის ხოჯალოს გენოციდს გლოვობს. ზუსტად 24 წლის წინ, 25 თებერვალს, ერთ ღამეში, ჩახალიანის მსგავსმა სეპარატისტებმა რუსულ ჯარებთან ერთად ერთი ქალაქის აზერბაიჯალნული მოსახლეობა დახოცა – ძირითადად ბავშვები, ქალები და მოხუცები. სამწუხაროდ, მსოფლიო საზოგადოებამ ამ გენოციდს საკმარისი შეფასება არ მისცა. ბატონო დავით, ზუსტად თქვენი გუნდის დამსახურებაა, რომ ჩახალიანის მსგავსი სეპარატისტები, ქვეყნის მტრები და მოღალატეები თავისუფლებაზე არიან. ამ დროს, ვინც ჩვენი ქვეყანა ააშენა, ქვეყნის პატრიოტები ახალაია, უგულავა და მერაბიშვილი, თქვენი დახმარებით ციხეში არიან. მჯერა, რომ საქართველო იქნება გაერთიანებული, ისევე როგორც აზერბაიჯანი. ყარაბახი ისევ აზერბაიჯანის ტერიტორია იქნება და ეს რუსული ტანკების და ჩახალიანის მსგავსი სეპარატისტების გარეშე მოხდება. ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ – როგორც ქართველი, აზერბაიჯანელი, სომეხი. მე, როგორც აზერბაიჯანელი, ასევე ქართველი ვარ და საქართველოა ჩემი სამშობლო. პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს გთხოვთ ამ სეპარატისტულ განცხადებებს ყურადღება მიაქციოთ და ამ ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინოთ”, -განაცხადა სულეიმანოვმა პარლამენტში.

banner
წინა სტატიაში„შესაძლებელია მოხდეს ოპტიმიზაცია“ – კახა კალაძე სამინისტროების შემცირებებზე
შემდეგი სტატიაომარ ნიშნიაძე: ვეღარ გაიგულავებთ, დამთავრდა თქვენი ეპოქა