რამდენიმე დღის წინ „კანონიერი ქურდი“ ლაშა ბარათელი, იგივე „ჭია“ დააკავეს

6რამდენიმე დღის წინ, რუსეთიდან საქართველოში „კანონიერი ქურდი“, როვსან ჯანიევის ნათლული ლაშა ბარათელი, იგივე „ჭია“ გამოადეპორტეს. საინტერესოა, რომ საქართველოში, სადაც „ნათლობა“ დანაშაულად ითვლება, სამართალდამცველებს ბარათელის დაბრუნებაზე რეაქცია არ ჰქონიათ, – ამის შესახებ რუსული პორტალი „დანაშაულებრივი რუსეთი“ წერს, რომლის წყაროს მონაცემებითაც, „ჭია“ საქართველოდან თურქეთში აპირებს გადასვლას.
ამავე გამოცემის თანახმად, „ჭია“ და მისი მეგობარი, ასევე, „კანონიერი ქურდი“ სერგო ცოცხანაშვილი რუსეთში საემიგრაციო კანონის დარღვევის გამო, დაახლოებით, ერთი თვის წინ დააკავეს.
ორივე მათგანი, 2014 წელს თურქეთში, „კანონიერ ქურდად“ ქურდების ერთ-ერთ შეკრებაზე მონათლეს.
ინფორმაციის გადამოწების მიზნით, „თაიმერი“ საქართველოს შსს-ს დაუკავიშრდა, სადაც ლაშა ბარათელის დაკავება დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ მისი დაკავება რამდენიმე დღის წინ მოხდა.

 

banner
წინა სტატიაშისაპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა კვორუმის უქონლობის გამო არ გაიმართა
შემდეგი სტატიააშშ-ს ციხეებში ყველაზე ძვირადღირებული ვალუტა ვერმიშელი გახდა