რამდენიმე დღეში გვექნება კონკრეტული პასუხი თარიღზე როდის და რა რაოდენობის ტესტი შეიძლება მიიღოს საქართველომ კორეისგან

სულ რამდენიმე დღეში გვექნება უკვე კონკრეტული პასუხი იმ თარიღზე როდის და რა რაოდენობის ტესტი შეიძლება მიიღოს საქართველომ კორეისგან – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

,,ის ტესტები, რომლებსაც ასე ელოდება მოსახლეობა, ამასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. ეს არის ანტისხეულებზე და ანტიგენზე დამყარებული სწრაფი, მარტივი ტესტები და მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ კორეას აქვს სწრაფი, მარტივი, ანტიგენზე დამყარებული ტესტი, რომელიც ჩვენ ვთვლით, რომ არის მნიშვნელოვანი რომ ქვეყანაში იყოს. ამაზე სამთავრებო მოლაპარაკება მიმდინარეობს და სულ რამდენიმე დღეში გვექნება უკვე კონკრეტული პასუხი იმ თარიღზე როდის და რა რაოდენობის ტესტი შეიძლება მიიღოს საქართველომ კორეისგან. ვინაიდან, დღესდღეობით, 73 ქვეყანაა რიგში და იქედან გამომდინარე, რომ საქართველო მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყანაა, შეიძლება, ჩვენ მოგვეცეს იმის საშუალება, რომ გარკვეული რაოდენობა ტესტი, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, წინსწრებით, უფრო ადრე მივიღოთ”, – განაცხადა ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : სამი ახალი გამოჯანმრთელებული გვყავს, რომლებიც დღეს ალბათ დატოვებენ კლინიკას
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკის განცხადებით, კორონავირუსი იზოლაციაში მყოფ მათ 7 თანამშრომელს დაუდასტურდა