რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია “რუსთავი 2”-ის ოფისთან მორიგეობას აწესებს

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია “რუსთავი 2”-ის შესასვლელთან 24 საათიან მორიგეობას იწყებს.

როგორც პროდიუსერი ირაკლი საღინაძე აცახდებს, აღნიშნულ აქციაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

“დღეს, ჩვენ შევიკრიბეთ და გადავწყვიტეთ დავაწესოთ 24-საათიანი მორიგეობა “რუსთავი 2″-ის შესასვლელთან იმისთვის, რომ დავაზღვიოთ თავისუფალი სიტყვის კერა ნებისმიერი თავდასხმისგან. ჩვენ დავდგებით ფარად იმისთვის, რომ ეს ტელევიზია და ზოგადად, ჩვენი ქვეყანა ახერხებდეს დემოკრატიულ განვითარებას და შევძლოთ, რომ არც ხელისუფლება და არავინ გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. მსურველები შემოგვიერდით”,-განაცხადა საღინაძემ.

banner
წინა სტატიაში“უნდა ჩაერიონ იმ დოზით, რაც ელჩს ევალება და არა იმაზე მეტად, რომ გამოვიდნენ დამრიგებლის როლში”
შემდეგი სტატიაპარლამენტი “რუსთავი 2”-ის საქმეზე მოსამართლეების აცილებას ითხოვს