“რამდენიც საჭიროა იმდენი ხანი ვიმუშავებთ, ამ პროცესზე ექსკლუზივი არავის აქვს” – ქუცნაშვილი გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე

„ქართულ ოცნებაში“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის მეორე რაუნდი განახლდა, დეპუტატები პარტიის ოფისში უკვე შეიკრიბნენ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, შეხვედრები გაგრძელდება იქამდე ვიდრე, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე კონსენსუსი არ იქნება მიღწეული.

ქუცნაშვილის თქმით, სწორედ ეს არის პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილიც მოთხოვნა. მისი თქმით, ამ საკითხზე ექსკლუზივი არც ერთ დეპუტატს არ აქვს.

„ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი ყოველთვის დაკავშირებულია აზრთა სხვადასხვაობასთან, აზრთა სხვადასხვაობა, ყოველთვის დაკავშირებულია მსჯელობასთან, მსჯელობა ყოველთვის დაკავშირებულია დისკუსიასთან. რამდენიც საჭიროა იმდენი ხანი ვიმუშავებთ, ამ პროცესზე ექსკლუზივი არავის აქვს. მე ყველა დეპუტატის აზრს პატივს ვცემ.

ექსკლუზივი არავის ეკუთვნის,ჩემი აზრით არასწორი იქნება მსჯელობა ისე,რომ ვიღაცა ერთს ამბობს საინტერესო, ხოლო დანარჩენი ასი პასიური მსმენელის პოზიციაშია. ბატონი ბიძინას პოზიცია არის საკმაოდ ჯანსაღი ის ითხოვს, არ დაგვენანოს დრო და ენერგია პოზიციების შეჯერებისთვის,”-აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

რაც შეეხება კითხვას, შეხვედრის პირველ რაუნდზე ისევ თქვა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ეკა ბესელია არღვევს გუნდურობის პრინციპს, ქუცნაშვილი ამბობს, რომ ამ კითხვის ადრესატი თავად ეკა ბესელიაა და არა ის.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : გიგი უგულავა სხვა გადმოსახედიდან იყურებოდა, ქალაქისთვის დამაზიანებელ ნებართვებს გასცემდა, თუმცა საიდან იყურებოდა, ჯერ ვერ გავშიფრე
შემდეგი სტატიადაპირისპირებასთან დაკავშირებით ის წინასწარი განწყობები, რომელიც მედიაში ჩანდა, იყო გარკვეულწილად გაზვიადებული – თალაკვაძე