ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით 13 ივნისიდან 19 ივნისის ჩათვლით გასროლილ იქნა 462 ბალისტიკური რაკეტა, რომელთაგან საჰაერო თავდაცვას “გაუძვრა” – 42.
ისრაელის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მიერ გადაჭერილია 420 ირანული ბალისტიკური რაკეტა.
როგორც დიაგრამაზე ხედავთ, ბოლო დღეებში საგრძნობლად მოიკლო ირანელთა მიერ ბალისტიკური რაკეტების გაშვების რაოდენობამ, რაც გამოწვეულია იმით, რომ ისრაელის საჰაერო ძალები დაუჯელად მოძრაობენ ირანის საჰაერო სივრცეში და ტოტალურად – ყოველდღიურად ანადგურებენ ათეულობით ბალისტიკური რაკეტის გამშვებ კომპლექსს, თუ სარაკეტო შეიარაღების საწყობებს.