განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 20 მაისს საქართველოს სკოლებში სწავლას 42 738 მეთორმეტე კლასელი ასრულებს.
საქართველოში სკოლის დამთავრების ბოლო ზარით აღნიშვნის ტრადიცია უკვე წლებია არსებობს. ამასთან დაკავშირებით, 20 მაისს სკოლები ქვეყნის მასშტაბით მრავალფეროვან, შემოქმედებით და სახალისო აქტივობებს აწყობენ.
















