“რამდენი ბანკი უნდა გაეძარცვა ესებუას, 129 მილიონი ლარი რომ მოეპარა”

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრმა რომან გოცირიძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართა – “მითხარით ვინ დაიჭირეთ – რომელი მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი, ლიფსიტებს რომ დაერიეთ, ღლავები მოსაპარად არიან გამზადებული”.

“ძალიან გახარებული დავრჩი რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით იმის თაობაზე, რომ ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება. თუ საქართველოში იმყოფება, ე.ი. არის ტყეში, ფულიც აქვს ტყეში და ამ ფულს ვერ დახარჯავდა. როდესაც თქვენ მას დაიჭერთ, სამართლიანობაც აღდგება და ფულიც დაუბრუნდება პატრონს. მაინტერესებს, რამდენი ბანკი უნდა გაეძარცვა ბადრი ესებუას, რომ მოეპარა 129 მილიონი ლარი? ესებუას უნდა გაეძარცვა 86 ბანკი, წარმოგიდგენიათ 86-ჯერ რომ განმეორდეს ის ამბები რაც საქართველოში იყო? რას ვხედავთ ჩვენ – ფინანსთა სამინისტროსა და სხვა ჩინოვნიკების მონაწილეობით საქართველოში მოიპარეს 129 მილიონი ლარი, დღგ-ს თაღლითური მანიპულაციით. ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ პასუხისგებაში მიეცა 241 პირი, თურმე ესენი ქურდები კი არა მონსტრების კორპორაცია ყოფილან.

200-ზე მეტმა ორგანიზებულმა ადამიანმა რომ მოიპაროს 127 მილიონი, 700 მილიონი ლარის ბრუნვა უნდა დამალოს, თურმე ამაში მაღალჩინოსნები არ არიან გარეული. ახლა მითხარით, ვინ დაიჭირეთ, რომელი მაღალჩინოსანი თუ დაბალჩინოსანი, ლიფსიტებს რომ დაერიეთ ღლავები მოსაპარად არიან გამზადებული,” – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიტიხონოვსკაიამ პროტასევიჩის შინაპატიმრობაში გადაყვანაზე კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატია“როდის მოიქცევა თქვენი მთავრობა ისე, როგორც შეშვენის ღარიბი ქვეყნის მთავრობას, ამ შავი “ჯიპებიდან” როდის გადმოსხდებით?”