შეესაბამება, თუ არა სიმართლეს BLOOMBERG-ის მიერ მოპოვებული სკანდალური სატელეფონო ჩანაწერები უიტკოფსა და უშაკოვს შორის, დმიტრიევსა და უშაკოვს შორის, ნაწილობრივ ბუნდოვანი რჩება, თუმცა გარკვეულ ნაწილში, დასკვნების გამოტანა შესაძლებელია.
საგარეო პოლიტიკის საკითხებში პუტინის თანაშემწე, იური უშაკოვი რუსულ ტელეარხთან ინტერვიუს დროს, ფაქტობდივად ადასტურებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება: ჟურნალისტის კითხვაზე, არის, თუ არა ინფორმაცია FAKE-ი, პასუხს თავს არიდებს და ასეთ განცხადებას აკეთებს:
“მე საკმაოდ ხშირად ვესაუბრები უიტკოფს, მაგრამ ამ საუბრების შინაარსი…ისინი კონფიდენციალურია — მათზე კომენტარს არ ვაკეთებ და არავინ უნდა გააკეთოს მათზე კომენტარი. ვიღაცა ჟონავს ინფორმაციას, ვიღაცა კი უსმენს”.
უშაკოვის თქმით, პუტინთან სამშვიდობო შეთანხმების გეგმის განსახილველად უიტკოფი მომავალ კვირას ეწვევა მოსკოვს.
“თაიმერი” სატელეფონო საუბრის ტრანსკრიფტს უცვლელად გთავაზობთ:
• სტივ უიტკოფი: იური, იური – აი მე რას ვიზამდი. ჩემი რეკომენდაცია…
• იური უშაკოვი: დიახ, თუ შეიძლება
• სტივ უიტკოფი: მე დავურეკავდი პრეზიდენტს, რომ მიმელოცა ეს მიღწევა [ღაზაში სამშვიდობო შეთანხმება], რომ მხარდაჭერა გამომეხატა და მეთქვა, რომ პატივს ვცემ მას, რადგან ის მშვიდობის კაცია. მე ამას გავაკეთებდი – ვფიქრობ ეს ძალიან კარგი ზარი იქნება. გეტყვით რა ვუთხარი პრეზიდენტს. მე ვუთხარი, რომ რუსეთის ფედერაციას სულ უნდოდა სამშვიდობო შეთანხმება. მე ამის მჯერა. პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ამის მჯერა. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ გვყავს ორი სახელმწიფო, რომელიც კომპრომისზე ვერ თანხმდება და როცა ეს კომპრომისი მიღწეული იქნება, ჩვენ სამშვიდობო შეთანხმებას დავდებთ. მე ვფიქრობ, რომ შევადგინოთ 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, ზუსტად ისე, როგორც ღაზაში გავაკეთეთ. ჩვენ გავაკეთეთ 20-პუნქტიანი ტრამპის სამშვიდობო გეგმა ღაზაში და ვფიქრობ, რომ აქაც იგივეს გაკეთება შეგვიძლია.
• იური უშაკოვი: კი, კი, მეგობარი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ლიდერებს შეუძლიათ ეს განიხილონ. სტივ – მე გეთანხმები – ის [პუტინი] მიულოცავს და იტყვის, რომ ტრამპი ნამდვილად მშვიდობის კაცია. ამას ნამდვილად იტყვის.
• სტივ უიტკოფი: ეს ნამდვილად კარგი იქნება.
• იური უშიკოვი: კი, კი.
• სტივ უიტკოფი: რა მოხდება თუ, რა მოხდება თუ… მისმინე…
• იური უშიკოვი: განვიხილავ ჩემს უფროსთან და დაგიბრუნდები, კარგი?
• სტივ უიტკოფი: კი, მინდა გითხრა, რომ იქნებ გადასცე ეს პრეზიდენტ პუტინს, რადგან იცი რომ მის მიმართ ღრმა პატივისცემას ვგრძნობ.
• იური უშიკოვი: კი, კი.
• სტივ უიტკოფი: იქნებ უთხრას პრეზიდენტ ტრამპს: სტივმა და იურიმ ისაუბრეს იმავენაირ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე და ვფიქრობთ, რომ ამან შეიძლება წინ წაწიოს საკითხი – ჩვენ ღია ვართ ამგვარი საკითხების მიმართ – ვნახოთ რა იქნება საჭირო სამშვიდობო შეთანხმების დადებისთვის. მე ვიცი რა იქნება საჭირო სამშვიდობო შეთანხმებისთვის – დონეცკი და ალბათ ტერიტორიების გაცვლა. მაგრამ მე ვამბობმ, რომ ამგვარი საუბრების ნაცვლად, იქნებ უფრო იმედიანად ვისაუბროთ – რადგან ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ შეთანხმებას. და იური, მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი მომცემს დიდ დისკრეციას და სივრცეს, რომ შეთანხმებას მივაღწიო.
• იური უშიკოვი: გასაგებია…
• სტივ უიტკოფი: …ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ეს შესაძლებლობა…
• იური უშაკოვი: კი, კარგად ჟღერს, კარგად ჟღერს
• სტივ უიტკოფი: და კიდევ ერთ რამ: ზელენსკი პარასკევს თეთრ სახლში მოდის
• იური უშაკოვი: ეს ვიცი. [იცინის]
• სტივ უიტკოფი: მე ამ შეხვედრაზე უნდა მივიდე, რადგან მათ უნდათ რომ იქ ვიყო, უბრალოდ თუ იქნება შესაძლებელი, თქვენს უფროსს ამ შეხვედრამდე უნდა დაურეკოთ.
• იური უშაკოვი: მანამდე?
• სტივ უიტკოფი: სწორია.
• იური უშაკოვი: კარგი, კარგი. განვიხილავ ჩემს უფროსთან და დაგიკავშირდები. კარგი?
• სტივ უიტკოფი: კარგი იური, მალე ვისაუბრებთ.
• იური უშაკოვი: კარგია, კარგია. მადლობა დიდი. მადლობა
• სტივ უიტკოფი: კარგად.
















