რამდენად დამანგრეველი იყო აშშ-ს დარტყმა სირიის ავიაბაზაზე

ზიანის შესახებ, რომელიც ამერიკის სამხედრო ავიაციის მიერ მიყენებული დაბომბვის შედეგად მიადგა სირიის არმიას, სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად განადგურებულია მატერიალურ-ტექნიკური ნივთების საწყობი, სასწავლო კორპუსი, სასადილო, სარემონტო ანგარში მდგარი ექვსი მიგ-23, ასევე, რადიოლოკაციის სადგური.
მანამდე რუსულმა მედიამ გაავრცელა, რომ 9 თვითმფრინავი განადგურდა.
“ბიბისი” აქტივისტებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ ავიადარტყმების შედეგად 14 თვითმფრინავი განადგურდა, ასევე, ასაფრენი ბილიკები და საწყობები.
იმაზე, რომ სირიის სამხედრო საჰაერო ძალებს სერიოზული ზიანი მიადგათ მსჯელობა ძალიან რთულია – ბიბისი” წერს, პირველ რიგში, ჯერჯერობით უცნობია რამდენი და რომელი გამანადგურებლები განადგურდა, მეორე – სირიის სამხედროო საჰაერო ძალები რამდენ თვითმფრინავს ფლობს 2017 წლის აპრილისთვის, უცნობია, ბოლოს, უცნობია, რამდენი თვითმფრინავია ფრენისთვის ვარგის მდგომარეობაში – ამაზეც არ არსებობს ინფორმაცია.

პორტალი globalsecurity.org, რომელიც გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე წერს, ავრცელებს, რომ 2017 წელს სირიის სამხედრო ძალებს დამრტყმელი მოდიფიკაციის შემდეგი თვითმფრინავები ყავდა: 53-70 ერთეული მიგ-21, 30-41 ერთეული მიგ-23, 20 – მიგ-29, 36 – სუ-22, 11-20 – სუ-24, გარდა ამისა, ასადის არმია ავრცელებს, რომ საჰაერო ბრძოლებისთვის ყავთ 20-30 – მიგ-29, 2 – მიგ-25, 39-50 – მიგ 23.

ამდაგვარად, თუკი დავუშვებთ იმას, რომ ყველაზე დიდი 14 თვითმფრინავი განადგურდა აშშ-ს ავიადარტყმების შედეგად, მაინც გამოდის, რომ ამერიკულ 59 ფრთიან რაკეტას სირიის არმიისთვის დიდი ზარალი არა აქვს მიყენებული – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაში(VIDEO) სტოკჰოლმში სატვირთო მანქანა ხალხს დაეჯახა – დაღუპულია 3 ადამიანი
შემდეგი სტატიაშვედეთში საქართველოს საელჩო ქ. სტოქჰოლმში მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს